აბაშის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. სოფელ მაცხოვრისკარსა და გეზათში ძველი, თანამედრო სტანდარტებთან შეუთავსებელი შენობების ნაცვლად ახალი აიგება.
ბაღების მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში 230 700 ლარია გამოყოფილი. პროექტის შემსრულებელი შპს „ალისაა“ და მშენებლობის პროცესში ადგილობრივ მოსახლეობა დასაქმდება.
ძველი შენობების დემონტაჟი უკვე დასრულდა. სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილე ვახტანგ გაბელაიამ და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა მოინახულა.
აბაშის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
19/07/2016