აბაშის მუნიციპალიტეტში ნორიოში, სეფიეთის და ძვ. აბაშის ადმინისტრაციული ერთეულების გაზიფიცირება იგეგმება

20/06/2017

აბაშის მუნიციპალიტეტში ნორიოში, სეფიეთის და ძვ. აბაშის ადმინისტრაციული ერთეულების გაზიფიცირება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, მოადგილეები ვახტანგ გაბელაია და გია კუცია გაზიფიცირების პროექტის შემსრულებელ შ.პ.ს. „უნიმშენის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაეცვნენ სამივე ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების პროექტებს.
მიმდინარე წელს გაზიფიცირების ქსელს 77 908 გრძივი მეტრი დაემატება და 1 257 აბონებტს მიეწოდება ბუნებრივი გაზი. პროექტების ღირებულება 2 383 000 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0