აბაშაში ცენტრალურ სტადიონზე სათამაშო მოედნის გასწვრივ წყალსაწრეტი არხის მოწყობის და სტადიონის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

14/07/2017

ქ. აბაშაში ცენტრალურ სტადიონზე სათამაშო მოედნის გასწვრივ წყალსაწრეტი არხის მოწყობის და ცენტრალური სტადიონის შენობის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა დაათვალიერეს. სამუშაოებს ელ-ტენდერში (spa170006728) გამარჯვებული შპს დ.ხ. კომპანი ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 798 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0