ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება აღსადგენად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მესამე დღეა სამუშაო პროცესში, კომპანიის ტექნიკურ და საავარიო ჯგუფებთან ერთად, ჩართულია შესაბამისი სამსახურები და მობილიზებულია მძიმე ტექნიკა რეგიონებიდან. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია გაეცნო. აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს – მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა. ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება გაგრძელდება წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე.
აბაშაში ქსელის დაზიანებით გამოწვეული აღდგენითი სამუშაოები მესამე დღეა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება
16/01/2020