აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

24/04/2021

კურორტ აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიდია კერძო ბიზნესის დაინტერესება, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს რეგიონში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. სახელმწიფო ბიზნესის განვითარებას მხარს უჭერს საქართველოში USAID-ეკონომიკური პროგრამა.
დღეს, შეხვედრა გაიმართა სასტუმრო რუმს-აბასთუმნში, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია, სასტუმრო გათვლილია 76 ნომერზე, საინვესტიციო ღირებულება 13,5 მლ დოლარია, დასაქმდება 140 ადამიანი, სასტუმრო 5 ვარსკვლავზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოში USAID-მისიის დირექტორი პიტერ ვიბერი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი მარკ მსქორდი. მხარეებმა გამართეს დისკუსია რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურის და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების თაობაზეც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0