​საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს

18/01/2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. ხაზი გაუსვეს საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლს და გამოთქვეს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 21-23 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე. ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0