მინსკიდან დაბრუნებულმა საქართველოს პრეზიდენტმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და ბრიფინგის შემდეგ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასებაში გუშინ რუსთაველის გამზირზე დაშავებული აქციის მონაწილეები და პოლიციელები მოინახულა.
პრეზიდენტმა დაშავებულები გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა. აქციაზე დაშავებულ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს ოფთალმოლოგიური და ნეიროქირირურგიული ოპერაციები წარმატებით ჩაუტარდათ.
პრეზიდენტმა მოქალაქეებზე ზრუნვისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს.
საქართველოს პრეზიდენტმა კლინიკებში განთავსებული დაშავებულები მოინახულა
21/06/2019