​რუმინული ავიაკომპანია რუმინეთიდან ტურისტებს საქართველოში ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს

25/10/2017

რუმინული ავიაკომპანია ,,Blue Air Airline” -ი რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს. პირველი ჩარტერული ფრენები 2018 წლის 3 და 10 თებერვალს განახორციელდება.
გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რუმინული ტურისტული კომპანიების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყნას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. ვიზიტის დროს რუმინელი ტურ-ოპერატორები ადგილზე გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის განხილული იქნა პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებმა, როგორც ახალმა ალტერნატივამ ევროპელი ტურისტებისთვის. საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში, რუმინული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ჩარტერული რეისები მომავალშიც განახორციელოს და ფრენებს რეგულარულ ხასიათს მისცეს.
აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0