,,ჯორჯიან მანგანეზმა” ახალი პროექტი განახორციელა

Wednesday September 9th, 2020

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯორჯიან მანგანეზმა“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალი პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში, მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება. პროექტი საპილოტეა და თავდაპირველად, ჭიათურის 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე განხორციელდა. ახალი პროექტის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარეში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე ხდება, რეცხვის შედეგად მიღებული პროდუქტი, იგივე შლამი კი შრება და კომპანია მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, საწარმოო პროცესს გარემოსთან შემხებლობა აღარ ექნება, მდინარე ყვირილას დაბინძურება კი სრულად გამოირიცხება. საწარმოს დახურული ციკლის პრინციპით ფუნქციონირება, ერთ-ერთი იმ დაპირებათაგანი იყო, რომელიც ეკოლოგიური პირობების დაცვის თვალსაზრისით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლეობას მისცა. კომპანიამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვასა და თანამედროვე ტექნიკის შეძენაში სოლიდური ინვესტიცია ჩადო, რომლის ღირებულება რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.
ჭიათურაში, პროექტის პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე დაესწრნენ. საქართველოში მსგავსი პროექტი პირველა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0