ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება. რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.
ჯონ კერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია
06/07/2016