ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს

05/09/2016

დღეს, საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ აბესაძე, მცხეთის ჯვარზე და მის მახლობლად მდებარე პატარა მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ასევე იმსჯელეს ჯვრის კომპლექსის განათებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის გაუმჯობესების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0