ჯაბა ჯიშკარიანმა მთააწმინდის რაიონში გამართულ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

06/05/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა მთაწმინდის გამგებელთან გელა არჩვაძსთან ერთად დედაქალაქის მერიის პროექტის ,,მილიონი ხე“ ფარგლებში გამართულ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
საგაზაფხულო ღონისძიების ფარგლებში, რომელშიც მთაწმინდის შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებული საბავშვო ბაგა-ბაღებისა და საჯარო სკოლების აღსაზრდელებმაც მიიღეს მონაწილეობა, 250 ხე-მცენარე დაირგო.
„ჩვენ დღეს ტაბახმელასა და შინდისში 190 კვიპაროსის, ხოლო კიკეთსა და კოჯორში კი, 60 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დავრგეთ“,-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული აქცია მომავალშიც გაგრძელდება და ღონისძიების ფარგლებში მთაწმინდის რაიონში ათასზე მეტი ხე დაირგვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0