შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება. პროექტი, რომელიც ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 42 კილომეტრიან გზას უტარდება. ხულო-ზარზმის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი; ამ ეტაპზე, გზის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს; სამუშაოების ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა; განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია გრძელდება
22/09/2022