ხონში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

20/11/2019

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში: კინჩხაში, გორდში, ნახახულევში, კონტუათსა და საწულუკიძეოში, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ღია დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების პრომლემები მოისმინეს, ასევე ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამების შესახებ და მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შეშით სარგებლობა, სოციალური პრობლემები, სოფლების ინტერნეტით უზრუნველყოფა, გარე განათება- ეს ის მთავარი თემებია, რაც შეხვედრებზე გამოიკვეთა. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივებს გამოკვეთილ პრობლემებზე სათანადო რეაგირებას დაპირდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0