ხონის მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში სარეპეტიციო ოთახისა და ფოიეს რემონტი მიმდინარეობს

10/10/2017

ხონის ვეტა ჩხენკელის სახელობის მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში სარეპეტიციო ოთახისა და ფოიეს რემონტი მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ.
,,ვგეგმავთ მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელებს უკეთესი პირობები შევუქმნათ. ახალი დარბაზი ცეკვის წრის მოსწავლეებისათვის მზადდდება. სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს , შენიშვნები ამ ეტაპზე არ გვაქვს, ,- განაცხადა გელა ჩოგოვაძემ.
მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრის შენობის რემონტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,, თ.ბ-კაპიტალი,, ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0