ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. დ. ჭოჭუას განმარტებით: შემოსავლები განისაზღვრა 8157.7 ათასი ლარით. აქედან: გადასახადები 5800,0 ათასი ლარი, გრანტები 2010.0 ათასი ლარი (აქედან: 1800.0 ათასი ლარი – გათანაბრებითი ტრანსფერი; 210,0 ათასი ლარი – მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 347.7 ათასი ლარი.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
24/11/2017