ხმა მივეცი ქალაქის განვითარებას, კიდევ უფრო მეტ პროგრესს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის

21/10/2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი თბილისში, საბურთალოს მე-3 ოლქის მე-16 უბანზე დააფიქსირა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მან ხმა მისცა ქალაქის განვითარებასა და კიდევ უფრო მეტ პროგრესს.
„ყველას გვინდა რომ გვქონდეს თანამედროვე, ევროპული ტიპის დედაქალაქი განვითარებული ინფრაქსტრუქტურით და უფრო მეტი გამწვანებული ზონებით, სადაც ჩვენს შვილებთან ერთად ვიცხოვრებთ თავისუფლად, ღირსეულად და ხალისით“, აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0