ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის შრომის ფასი

21/10/2017

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი თბილისის ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქის N 4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
“მე ხმა მივეცი სიცოცხლით სავსე ქალაქს, ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის შრომის ფასი, რომელიც აფასებს მოხუცებულებს, ჩვენს თაობას და ნამდვილად იცის, თუ რა უნდა მომავალს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელიც არჩევნებზე ქალიშვილთან ერთად მივიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0