ხიდების მოწყობა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით, ჩვენი საქმიანობის განმავლობაში განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე სურამულასა და ბიჯნისულაზე, ასევე მდინარე შოლაზე, რაც მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს შესაძლო სტიქიის რისკის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საფეხმავლო და სამანქანო ხიდები მოეწყო ხაშურში, სურამში, ასევე სოფლებში: რბონაში, ბრილში, ზეკოტაში, უწლევში, ქვიშხეთში, სათივეში, ბულბულისციხეში, თაგვეთში, ნაბახტევში, წრომში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელს ოსიაურისა და ხალების დამაკავშირებელ ხიდს და სხვ. ნაპირსამაგრი და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტისთვის კვლავაც პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ხიდების რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩვენი პრიორიტეტია
11/04/2017