შენდობის კვირას ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ხვალ, 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. ხვალ საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესის შესრულებას სავარაუდოდ, 19:00 საათზე დაიწყებს. ამის შესახებ უწმინდესი თავად განაცხადებს. ამ დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
წელს დიდმარხვა 14 მარტიდან დაიწყება და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
ხვალ შენდობის დღეა
12/03/2016