ხელოვნების სასახლეში მხატვარ ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა

23/06/2017

ხელოვნების სასახლეში მხატვარ ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 100–მდე ნამუშევარი ადრეული პერიოდის გრაფიკული ნახატები, ასევე „ქართული პორტრეტების“ სერია და კალიგრაფიული მხატვრობა.

ოთარ მეგრელიძემ სამხატვრო აკადემია 1987 წელს დაამთავრა. 1991 წელს მხატვრის სახლში პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო, მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებში. მხატვარს დასურათებული აქვს ამერიკული და ჰოლანდიური საბავშვო წიგნები უცხოეთში და ქართული სახელმძღვანელოები.. მხატვრის შემოქმედებაში წამყვანი ხაზი ეროვნულ მოტივებს უჭირავს. ის ძირითადად ნაციონალურ სამოსში გამოწყობილ კოლორიტულ ფიგურებს ხატავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0