ხელისუფლება “მაესტროს” საქმიანობაში არ ერევა და ვერც ჩაერევა

09/03/2016

სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლება ტელეკომპანია “მაესტროს” საქმიანობაში არ ერევა და ვერც ჩაერევა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან და ყოფილი დირექტორის ბაია გადაბაძის ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

“დიდი ყურადღებით ვუყურებდი გუშინდელ, გუშინწინდელ ეთერს თუ რა ხდებოდა. განცხადებებიც მოვისმინე, მაგრამ მართლა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება აქ არ ერევა და ვერც ჩაერევა ძალიანაც რომ მოვინდომოთ. საჯარო რეესტრმა გააკეთა ის, რასაც კანონი ავალდებულებდა და რასაც გვერდს ვერ აუვლიდა. დანარჩენი საქმე სასამართლოშია და სასამართლოში გადაწყდება”, – განაცხადა სუბარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0