ხელვაჩაურში ტრენინგ-სემინარი „მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ ჩატარდა

27/06/2017

„მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ – ამ თემაზე ტრენინგ-სემინარი ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში.“ სამუშაო შეხვედრაზე არალეგალურ მიგრაციაზე, ტრეფიკინგზე, მიგრაციის მართვის საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობაზე და პრაქტიკაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი ( არსებულ შესაძლებლობები და გამოწვევები).
შეხვედრა, რომელიც „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით გაიმართა, საინიციატივო ჯგუფის წევრები, გამგეობის და საქართველოს პარლამენტის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0