ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად:
იცვლება წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები;კეთილმოეწყობა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი;შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამონტაჟდება პანდუსი;კეთილმოეწყობა ბაღის ეზო;მონტაჟდება კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.
ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი;
შესრულებულია სამუშაოების 30 პროცენტი;
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 389 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე 25 მუშახელია დასაქმებული.
ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
15/08/2017