ხაშურში, ჯორჯაძის ქუჩაზე #5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19/07/2019

ხაშურში, ჯორჯაძის ქუჩაზე #5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს 19 ივლისს ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია იატაკების და კედლების განახლება. სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 58 070 ლარს შეადგენს, აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0