ხაშურში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყება

21/06/2017

ახლო პერიოდში ხაშურში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყება.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი პირები, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს პრობლემის არსი და მისი გადაჭრის შესაძლო გზები. შემდგომ ეტაპზე უკვე დაიწყება დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
პროექტი ხაშურში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0