ხაშურში, პუშკინის ქუჩაზე მინი სტადიონისა და სკვერის მშენებლობის პროექტი მიმდინარეობს

27/06/2019

ქალაქ ხაშურში, პუშკინის ქუჩაზე მინი სტადიონისა და სკვერის მშენებლობის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 65 784 ლარს შეადგენს. მინი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ სკვერში დასასვენებელ სკამებთან ერთად, პატარებისთვის დამონტაჟდება ატრაქციონები, რაც დასვენებასა და გართობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0