ხაშურთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ხაშურში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. მუნიციპალიტეტის სტუმრები ეწვივნენ ხაშურის მე-7 საბავშვო ბაღს, დაათვალიერეს „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები და ხაშურის სპორტული კომპლექსიც მოინახულეს. ძალიან შთამბეჭდავია, რაც ვნახეთ. როგორც საბავშვო ბაღი, ისე სპორტული კომპლექსი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, გვახარებს, რომ ხაშურს ასევე შეემატება ევროპული სტანდარტების სტადიონი, – აღნიშნეს სტუმრებმა. მათი განცხადებით, არის საკითხები, თუნდაც საბავშვო ბაღებში ბავშვთა უფასო კვება და უფროსი ასაკის ჯგუფებში დაძინების შესაძლებლობა, რაშიც ჩვენი გამოცდილება უკვე მათ უნდა გაიზიარონ. მისაბაძი და სამაგალითო აღმოჩნდა ხაშურელი სპორტსმენების მიღწევებიც. ხაშურთან ახლად დამეგობრებული პოლონეთის ქალაქ შრემის მერმა ადამ ლევანდოვსკიმ სპორტული კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც ისაუბრა ქალაქ შრემის შესახებ. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქალაქ შრემის, ისევე როგორც პოლონეთის სხვა პატარა ქალაქების განვითარების საქმეში. დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენელთა ვიზიტი ხაშურში დასრულდა.
ხაშურში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
01/10/2019