ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით და ხაშურის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ფატი სადაღაშვილი და გოდერძი გარაყანიძე. საღამოს უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნე ინგა ხრიკაძე. მან კონცერტის დასასრულს მადლობა გადაუხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, საპარლამენტო ბიუროს და სამუსიკო სკოლის დირექტორს ლალი რუხაძეს, ღონისძიების მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ხაშურში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა
12/03/2019