ქალაქ ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ტურისტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. დღეს, 19 თებერვალს სამუშაოები ადგილზე მოინახულეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა. მათი განმარტებით, ცენტრის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 69 356 ლარს შეადგენს.
ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ტურისტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
19/02/2020