ხაშურში, ახალი ბანას მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელი აშენდება

22/11/2019

ხაშურში, ახალი ბანას მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელი აშენდება. მშენებლობაზე ტენდერი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონი ლარია. ახალი ბანას მშენებარე ტაძრის ირგვლივ დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო კომპლექსის ფარგლებში, ხაშურის პროფესიული სასწავლებლის შენობა, სქემატური პროექტის მიხედვით წარმოადგენს რამდენიმე მოცულობისაგან შემდგარ არქიტექტურულ კომპოზიციას. პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ნაგებობები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან შიდა და გარე საკვანძო შემავალი ელემენტებით, ძირითად ცენტრალურ ღერძს კი წარმოადგენს სამსართულიანი ნაგებობა.
პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა ხაშურის მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0