ხაშურქალაქობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა გახსნეს

29/09/2019

ხაშურქალაქობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა გახსნეს. შეკრებილ საზოგადოებას, დღესასწაული მიულოცეს ქალაქის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა და აღნიშნეს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი წარმატება აქვს, რაც ესოდენ სასიხარულო და დასაფასებელია. მუნიციპალიტეტის 14 სტუდენტს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღეს 100%-იანი გრანტი, მუნიციპალიტეტის მერმა ჯილდოები გადასცა, ინტელექტუალურ კონკურს ეტალონი- 2018-19 წლის გამარჯვებულ, ხაშურის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ჭყოიძეს კი, მერიის სახელით ნოუთბუქი აჩუქა. ასევე დაჯილდოვდნენ წარმატებული მწვრთნელები და სპორტსმენები.
ღონისძიებაზე აირჩიეს ხაშურის საპატიო მოქალაქეები: მუსიკოს ლიანა ტატიშვილს, ექიმ ზეინაბ ხმიადაშვილს და პედაგოგ გიორგი ხაჩიძეს ჯილდოები გადასცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხაშურქალაქობა ადგილობრივებთან ერთად იზეიმეს უცხოელმა სტუმრებმა. მათ საშუალება ჰქონდათ, ხაშურის #1 საჯარო სკოლაში გამართული გამოფენაც დაეთვალიერებინათ, სადაც წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები. ადგილზევე
მოხდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო სტენდის დემონსტრირება. მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა და მეღვინეთა ნაწარმის გამოფენა-დეგუსტაცია. ღონისძიებაში აქტიურად იყჳნენ ჩართულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები,რომლებიც მრავალფეროვანი ქორეოგაფიული ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. ხაშურქალაქობისას გამართული ღონისძიებების ორგანიზატორი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0