საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო გზა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. არსებული გზის სავალი ნაწილი დაზიანებული და გაცვეთილი იყო, რაც მოძრაობის მაღალი ინტენსივობის მქონე გზაზე გადაადგილებას აფერხებდა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდა სავალი ნაწილის კონსტრუქცია და გზის შემადგენელი პარამეტრები, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა დაზიანებული ხელოვნური ნაგებობები. ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გზაზე მძღოლთა სრულყოფილი ორიენტაციისათვის ეწყობა საგზაო ნიშნები და ხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 078 915 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
05/11/2019