ხაშურის სამუსიკო სკოლაში ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართა. რეპერტუარი ქართულ-ხალხურ სასიმღერო და ინსტრუმენტულ მუსიკას მოიცავდა. შავნაბადასთან ერთად, ხაშურელი მსმენელის წინაშე წარსდგა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფი, გოგი შუბითიძის ხელმძღვანელობით, შესრულდა ერთობლივი სიმღერებიც. „შავნაბადას“ რეგიონებში მოგზაურობის მიზანი ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. კონცერტის დასასრულს, „შავნაბადას“ წევრებმა მადლობა გადაუხადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს და სამუსიკო სკოლას ხაშურში ხალხური საღამოს გამართვის ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „შავნაბადა“, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მრავალ ქალაქში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა.
ხაშურის სამუსიკო სკოლაში ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართა
20/11/2019