ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდება მიმდინარეობს

16/04/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდება მიმდინარეობს. პროდუქტების განაწილების პროცესს მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელობს. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური სასადილოს ის ბენეფიციარები, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, კერძოდ, შშმ პირები, ხანდაზმულები, და სხვა რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მათთვის განკუთვნილ ულუფას, უკვე ერთი თვეა, ყოველდღიურად სახლში იღებენ. მათთვის საკვების მიწოდებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდების აქცია კვლავაც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0