ხაშურის მუნიციპალიტეტში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

30/12/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, დღეს 30 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა და მერის პირველმა მოადგილე ზვიად ქურდაძემ დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო -დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია ივანე (მურად) მთვარელიძეს გადასცეს. ინტელექტუალურ კონკურსს „საპოვნელას“ გამარჯვებულ მოსწავლეებს კი წიგნები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0