ხაშურის მუნიციპალიტეტში დღეს კიდევ ორი სააღმზრდელო დაწესებულება გაიხსნა. ხაშურში, მინის ტარის დასახლებასა და სოფელ სატივეში საბავშვო ბაღები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის პირველმა მოადგილე ზვიად ქურდაძემ და ა(ა)იპ სააღმზრდელო დაწესებულებების, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თათია ბროლიძემ გახსნეს. მათ საბავშვო დაწესებულებების პედაგოგებს და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ სამომავლოდ შენობების გარე ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება, რაც სააღმზრდელო პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. – ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის მოზარდი თაობის ინტერესების დაცვა ყოველთვის პრიორიტეტულია, – აღინიშნა საბავშვო ბაღების გახსნის ღონისძიებაზე. ორივე პროექტი თანადაფინანსებით განხორციელდა. მინის ტარის დასახლებაში მე-8 საბავშვო ბაღის მშენებლობა ჯამში 533 000 ლარი დაჯდა, სატივეს საბავშვო ბაღის პროექტის ღირებულებამ კი -44 133 ლარი შეადგინა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი სააღმზრდელო დაწესებულება გაიხსნა
18/09/2019