ხაშურის მუნიციპალიტეტში გარე განათების გაუმჯობესების პროექტი ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

01/08/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტში გარე განათების გაუმჯობესების პროექტი ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად სამუშაოები ხაშურში, თმარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს. არსებული გარე განათება მკვეთრად გაუმჯობესებული LED ფარებით იცვლება. LED გარე განათება ეკონომიურობით და განათების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამასთანავე, გაცილებით გამძლეა.
LED გარე განათება საწყის ეტაპზე სურამისა და ხაშურის ცენტრალურ ქუჩებზე, შემდგომ კი მთელს მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
გარე განათების სამუშაოებს ა(ა)იპ “ხაშურსერვისი” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0