დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვაბოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი. სხდომაზე საანგარიშო მოხსენება წარმოადგინა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო სუხიაშვილმა. მან მიმოიხილა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით 2019 წელს წარმართული საქმიანობა – მუნიციპალიტეტის სკოლებში თუ ბიბლიოთეკებში ჩატარებული საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების პრევენციის შესახებ და საბჭოს წევრებს გააცნო აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის მაგალითები. გაიმართა დისკუსია. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა სამომავლო ღონისძიებებზეც იმსჯელეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
12/02/2020