გაიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს დღის წესრიგით წარმოდგენილ 24 საკითხს. ხაშურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განსაზღვრულია 16852,3 ლარით, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1 732,3 ლარით.
შემუშავდა 2020-2023 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინებით მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა. გაზრდილია რიგი პროგრამებისა და ღონისძიებების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მაჩვენებელი. საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა ხაშურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ფინანსური დოკუმენტი, რომლის მოცულობა განისაზღვრა 1 6852,3 ათასი ლარით.
დღევანდელმა სხდომამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გამოკლებული წევრის ნაცვლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატის გიორგი მახათაძის უფლებამოსილება ცნო.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა
17/12/2019