ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ მინიჭებასთან დაკავშირებით.
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“ ენიჭება დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარს, რომელსაც გამოქვეყნებული ექნება სამეცნიერო ნაშრომები: მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა.
პრემიის ოდენობა განისაზღვრება 2 500 ლარით.
კონკურსანტებმა, 2019 წლის 2 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, ტაბიძის ქ. #2-ში, ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. გამოქვეყნებული ნაშრომები;
2. ოფიციალური წარდგინება (უნივერსიტეტის, მუზეუმის, კვლევითი ინსტიტუტის);
3. დადებითი რეცენზიები;
4. ავტობიოგრაფია;
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
6. საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალური კომისია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, “დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ მინიჭებასთან დაკავშირებით კონკურს აცხადებს
02/12/2019