ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

25/09/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ტეზერის, ქვიშხეთის, ცხრამუხასა და გომის მოსახლეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, პარლამენტის წევრები სიმონ ნოზაძე და კობა კობალაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში იგეგმება. ასევე, ისაუბრეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, რათა სამომავლო პროექტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0