ხარაგაულში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

06/07/2017

„ჩვენი ხედვები სოფლის განვითარებისთვის არის მკაფიოდ განსაზღვრული, მიზანდასახული. გზა ყველა სოფელს – ეს არის სოფლის მთავარი მამოძრავებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონების განვითარებისთვის. „შეგპირდით, რომ მოვიდოდი თქვენთან და მოვედი, რათა მოვისიმინო მოსახლეობის პრობლემები და პრიორიტეტები, რა გჭირდებათ და რისი გაკეთება გსურთ მომავალში…დღეს სახელმწიფო ზრუნავს ხალხზე და ეს ნათლად ჩანს, თქვენ ხედავთ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში…“ ეს ის თემებია რაზეც ხარაგაულის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ ქვები-ნებოძირის მოსახლეობასთან ვრცლად ისაუბრა. ქვებში 1კმ., ხოლო ნებოძირში 800 მეტრი გზა მობეტონდება, ხელშეკრულება უკვე გაფმორმებულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. შეხვედრაზე, გამგეობის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემებზე დეტალური განმარტებები გააკეთა და ამ საკითხით დაინტერესებულ მოსახლეობას პირადად აღუთქვა დახმარება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხე-ტყზე მიუწვდომლობა მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მტკივნეული პრობლემაა. გაურკვეველი და ბუნდოვანია ხის მოსაჭრელად საჭირო ე.წ. „ბარათების“ აღების მექანიზმი და გამოყოფილი ადგილებიც ხელმიუწვდომელია. სოფლის მაცხოვრებლები აღნიშნული პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვენ. ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში მთელი დატვირთვით მუშაობენ, მათ შორის ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ერთ-ერთი ინიციატორია, რომ ტყის კანონი მოსახლეობის სასარგებლოდ შეიცვალოს. გამგებელი განმარტავს, რომ მთავრობის მხრიდან აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დიდი ყურადღება ექცევა. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, მთავრობის ბოლო სხდომაზე „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის“ 2010 წლის აგვისტოს დადგენილებაში 20 242 № ცვლილების შეტანის თაობაზე იყო მსჯელობა. რაც ერთთავად წინგადადგმული ნაბიჯია და დეტალები ალბათ მალე გახდება ცნობილი. სოფლის მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა სოფელში საბავშვო ბაღის ფუნქციონირების გამო და აღნიშნეს, რომ სკოლამდელი დაწესებულება და გზა ნამდვილად არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა შეჩერდეს მასობრივი მიგრაცია სოფლებიდან. შეხვედრას ქვები-ნებოძირის მოსახლეობასთან გამგებლის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტარციულ ერთეულში სპარტაკ ლაცაბიძე და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ტალახაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0