იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, ბაღდათი–ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლეღვნის, საღანძილის, ვანის, სხლითის მოსახლეობას შეხვდნენ.
ღია დილოგის რეჟიმში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები გამოიკვეთა. ისინი ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, შეშის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგებასა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების გადახედვას მოითხოვენ.
სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მოსახლობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და რიგ საკითხებთან მიმართებაში ადგილზე დასახეს მოგვარების გზები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამთავრობო გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
29/09/2019