დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებას თანამდებობიდან გადაგომასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ,რომ „ქართული ოცნების“ პარტიიდან, კობა ლურსმანაშვილი ხარაგაული–ბაღდათის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა და საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ამჟამად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ასრულებს.