13 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხანდაზმულთა სახლში, ბენეფიციარების მიერ აკვარელში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენა გურიის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა. მიესალმა შეკრებილ საზოგადოებას და პედაგოგთა კავშირის თითოეულ წევრს წარმატებები უსურვა.
„ მინდა გულითადად მივულოცო დღევანდელი დღე ჩვენს უსაყვარლეს ხანდაზმულებს. მათ არაჩვეულებრივი საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარმოგვიდგინეს. ულამაზესი და შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომელიც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით არის გაჯერებული. თითოეულ სურათში მზე და ნათელი ფერები დომინირებს. იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ ემოციებს ვერ ვმალავ. მინდა ყველას მოგეფეროთ და მთელს თქვენს გუნდს წარმატებები გისურვოთ,“- აღნიშნა ქეთევან მოისწრაფეშვილმა.
გამოფენა ასევე დაათვალიერეს ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა.
ხანდაზმულთა სახლში ნახატების გამოფენა მოეწყო
14/06/2016