ხათუნა სამნიძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა

18/01/2017

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ბრიფინგი გამართა და „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების“ სახელფასო პოლიტიკის თაობაზე ისაუბრა.
ხათუნა სამნიძის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა სარგო აღმზრდელთა საშუალო ხელფასს (დაახლოებით 500 ლარი) ოთხჯერ აღემატება და საშუალოდ 2 080 ლარს შეადგენს.
2017 წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა საპრემიო ფონდი კი 77 400 ლარით არის განსაზღვრული.
სამნიძის თქმით, სააგენტოს დირექტორსა და მის მოადგილეებზე ყოველთვიურად დანამატები გაიცემა, ხოლო დირექტორის ხელფასი კი 5 750 ლარს შეადგენს.
ფრაქციის თავმჯდომარემ საბავშვო ბაღების მონიტორინგის ხისტ და, რიგ შემთხვევებში, ღირსების შემლახველ მეთოდებზეც ისაუბრა.
ფრაქცია „რესპუბლიკელები“ თბილისის მერიას მოუწოდებს, გადახედოს სახელფასო პოლიტიკას და ბიუროკრატიული სისტემის გაძლიერების ნაცვლად, აღმზრდელთა შრომის შესაბამის ანაზღაურებაზე იზრუნოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0