ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პირველადი მოხმარების სასურსათო პაკეტების გაცემის მე-2 ეტაპი დაიწყო

17/05/2020

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პირველადი მოხმარების სასურსათო პაკეტების გაცემის მე-2 ეტაპი დაიწყო. სასურსათო კალათა განკუთვნილია საბავშო ბაღის აღსაზრდელებზე და მათ ოჯახებს გადაეცემა.
დღეს პირველადი მოხმარების სურსათი გაერთიანებული საბავშვო ბაღების მე-3 და მე-4 განყოფილებებში გაიცა. სურსათის გაცემას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო.

«ჩვენ დავიწყეთ სურსათის გაცემის მეორე ეტაპი ბაღის აღსაზრდელებზე,რაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა თითოეული ოჯახისთვის. მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით 1600-მდე პაკეტი შეიძინა, რათა ყველა აღსაზრდელმა მიიღოს მათთვის განკუთვნილი სურსათი»- განაცხადა ჭიათურის მერმა.

სასურსათო კალათა ყველა ბაღში ეტაპობრივად გაიცემა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0