ჭიათურის მუნიციპალიტეტში სექტემბრის თვეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
მიმდინარეობს გარე განათების ქსელის განახლება,ძველი სანათები იცვლება ახალი თანამედროვე სანათებით,ასევე განათდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა ხიდი.
გრძელდება გზების მშენებლობები.მიმდინარეობს მორძგვეთის, მანდაეთის, უსახელოს, ბერეთისის გზის მონაკვეთების მობეტონება, უახლოეს მომავალში კი დაიწყება ნიგოზეთი-წყალშავის, ზოდი-წირქვალის და ხრეითის გზის მშენებლობა. რაც შეეხება ქალაქს, შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები გრძელდება 9 აპრილისა და ბარათშვილის ქუჩებზე.
მიმდინარებს საყრდენი კედლების, ტროტუარებისა და მოაჯირების შეკეთება, ასევე ლიფტების აღდგენა იაშვილის ქ.#8 და გიორგაძის ქ.# 2 საცხოვრებელ კორპუსებში.
სასევარდნოს კლდეზე გრძელდება საათის დამონტაჟების სამუშაოები.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სექტემბრის თვეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
14/09/2017