ჭიათურის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14/01/2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. დროშის დღესთან დაკავშირებით,სახელწიფო დროშები გამოიფინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე.დღესასწაულს მოსახლეობაც შეუერთდა და საკუთარი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან გადმოფინა დროშები. მუნიციპალიტეტის მერიის წინ ქალაქის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება. სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ შინდისის ბრძოლის გმირის შმაგი კუპატაძის მამასთან ერთად აღმართა. ქართული დროშის მნიშვნელობასა და ისტორიაზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა ინგა მაჭარაშვილმა ისაუბრა. შეკრებილებს დღევანდელი დღე ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მიულოცა. ღონისძიების ბოლოს, ქალაქის ქუჩებში დროშით მსვლელობა გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0